1. როგორ დავრეგისტრირდე

რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს(თუ თქვენ გაქვთ ანგარიში www.palitral.ge-ზე, რეგისტრაცია აღარ გჭირდებათ. ავტორიზაციისთვის გამოიყენეთ იგივე ელ-ფოსტა და პაროლი.)

2. როგორ შევიძინო წიგნი

წიგნების შეძენა შესაძლებელია მხოლოდ საიტზე ვიზა ან მასტერქარდის პლასტიკური ბარათის საშუალებით. აპლიკაციიდან წიგნის შეძენა არაა შესაძლებელი.

საიტზე შეძენილ აუდიოწიგნებს აპლიკაცია გუდას (Guda) საშუალებით მოუსმენთ.

3. როგორ გადმოვწერო აპლიკაცია

აპლიკაციის გადმოსაწერად, თქვენი მოწყობილობიდან (Apple, Android) უნდა შეხვიდეთ ონლაინმარკეტებზე (App store, Playstore) მოძებნოთ "Guda" და ჩამოტვირთოთ.

4. აპლიკაციით სარგებლობა

აპლიკაციები ხელმისაწვდომია iOS (iPad, iPhone, iPod Touch) და Android მოწყობილობისთვის.

აპლიკაციები სინქრონიზებულია Gudabooks.ge-ს მომხმარებლის პირად ბიბლიოთეკასთან. მათი გააქტიურებისთვის, საჭიროა შეიყვანოთ თქვენი მონაცემები და შეხვიდეთ სისტემაში. აპლიკაციაში წიგნები გამოგიჩნდებათ მხოლოდ საიტზე შეძენის შემდეგ.

წიგნების მოსმენა შესაძლებელია ოფლაინ რეჟიმში.

Google Play

App Store

არსებული იუზერი შეგიძლიათ გამოიყენოთ აპლიკაციაშიც