1. როგორ დავრეგისტრირდე საიტზე gudabooks.ge ?

საიტზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ გადახვიდეთ რეგისტრაციის ბმულზე და შეავსოთ მოცემული ველები. ამის შემდეგ თქვენ მეილზე მიიღებთ დადასტურების ლინკს, დააკლიკეთ მას და თქვენი ანგარიში გააქტიურდება.

2. როგორ შევიძინო ელექტრონული/აუდიო წიგნი?

წიგნების შეძენა შესაძლებელია მხოლოდ საიტზე ვიზა ან მასტერქარდის პლასტიკური ბარათის საშუალებით. აპლიკაციიდან წიგნის შეძენა არაა შესაძლებელი.

საიტზე შეძენილ აუდიოწიგნებს აპლიკაცია გუდას (Guda) საშუალებით მოუსმენთ.

3. სად/რომელ მოწყობილობებში შემიძლია ელ. წიგნების წაკითხვა?

ელ.წიგნების წაკითხვა შეგიძლიათ guda books აპლიკაციის მეშვეობით Android და iOS მოწყობილობებში.

4. რომელი ბარათებით შემიძლია ელექტრონული/აუდიო წიგნების ყიდვა?

„გუდას“ წიგნების შეძენა შეგიძლიათ ნებისმიერი ბანკის Visa ან Mastercard ბარათით.

5. როგორ შემიძლია უფასო აუდიოწიგნები განვათავსო ჩემს ბიბლიოთეკაში?

საიტზე რეგისტრაციის შემდეგ, საჭიროა მხოლოდ უფასო აუდიოწიგნის დეტალურ გვერდზე დააკლიკოთ „ყიდვის“ ღილაკს და შემდეგ "გადახდა". ამ პროცედურის შემდეგ უფასო აუდიოწიგნი განთავსდება თქვენს აპლიკაციაში.

6. შესაძლებელია რამდენიმე ელ.წიგნის ერთი ტრანზაქციით შეძენა?

დიახ, რამდენიმე ელ. წიგნის შეძენა ერთი ტრანზაქციით შესაძლებელია.

7. სად შემიძლია ნაყიდი ელექტრონული/აუდიო წიგნების ნახვა?

შეძენილი წიგნები ავტომატურად თავსდება თქვენს აპლიკაციაში (ელექტრონულ ბიბლიოთეკაში)

8. როგორ შევცვალო პაროლი?

პაროლის შესაცვლელად გადადით შემდეგ ბმულზე და მიჰყევით ინსტრუქციას.

9. საქართველოში არ ვცხოვრობ, შემიძლია თუ არა შევიძინო ელექტრონული/აუდიო წიგნი?

დიახ, წიგნების შეძენა შესაძლებელია მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან, თანხის გადახდა კი შეგიძლიათ ნებისმიერი ბანკის Visa ან Mastercard ბარათით.

10. არის თუ არა ფასდაკლებები ელექტრონულ/აუდიო წიგნებზე?

gudabooks.ge - ის საიტზე ელექტორნული/აუდიო წიგნების ფასი ბეჭდურ წიგნებთან შედარებით საგრძნობლად იაფია. დამატებით, მუდმივად ვთავაზობთ ჩვენს მომხმარებლებს ფასდაკლებებს წიგნებზე. ფასდაკლებების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ როგორც თქვენს ელ.ფოსტაზე, ასევე ჩვენი საიტის მთავარ გვერდზე ან, შეგიძლიათ ესტუმროთ ჩვენს facebook გვერდს ,სადაც ყველანაირ ახალ ინფორმაციას ვაქვეყნებთ.

11. როგორ მოვძებნო ელექტრონული/აუდიო წიგნი ავტორით?

gudabooks.ge-ის საიტზე ,საძიებო ველში სასურველი წიგნი შეგიძლიათ მოძებნოთ როგორც სათაურის, ასევე, ავტორის მიხედვით. ამისათვის, საძიებო ველის გასწვრივ აირჩიეთ შესაბამისი ჩამონათვალი "წიგნები" ან "ავტორი". გთხოვთ, გაითვალისწინოთ რომ მომხმარებელს არ შეუძლია დააკოპიროს და გაავრცელოს შეძენილი ელ.წიგნი. საიტზე განთავსებული ლიტერატურა დაცულია და წიგნის კოპირების საშუალებები შეზღუდულია.

კონფიდენციალურობა დაცულია

Gudabooks.ge იცავს მყიდველის პირად ინფორმაციას და არ გადასცემს მესამე პირს მყიდველის თანხმობის გარეშე.

არსებული იუზერი შეგიძლიათ გამოიყენოთ აპლიკაციაშიც