

Loading please wait...
00:00 / 00:00
არსებული იუზერი შეგიძლიათ გამოიყენოთ აპლიკაციაშიც
ათვალიერებს:
12
აღწერა
მიმოხილვა
ეს დენი ტორანსის ამბავია. დენი „მანათობელი“ ბიჭუნაა სასტუმრო „ოვერლუკიდან“... ახლა ის ზრდასრულია და თითქოს უკან ჩამოუტოვებია სასტუმროსა და მამასთან დაკავშირებული უცნაური და უსიამოვნო წარსული, თუმცა, ბედის ირონიით, მამის გზის გამგრძელებლის „ტვირთი“ დასწოლია - სვამს და ლოთობის მორევში იძირება. მაგრამ უცებ რაღაც ხდება, კინგისეულად შთამბეჭდავი, მოულოდნელობის ეფექტებით გაჯერებული ამბავი, რომელიც ელვისებურად იჭრება დენის ცხოვრებაში. ამ მოულოდნელობის მიზეზი კი პატარა გოგონა აბრაა, რომელიც უცნაური თვისება-უნარებით გამორჩეული, კიდევ ერთი „მანათობელია“... აბრას კი „უკავშირდება“ სექტისებური უცნაური დაჯგუფება, რომელიც სწორედ „ნათების“ მქონე ბავშვების სულებით იკვებება. და სწორედ აქ იწყება ყველაზე საინტერესო – „დიდი რბოლა“… „ექიმი ძილის“ მისტიკით, თრილერის, ფენტეზისა თუ საშინელაბათა ჟანრის ელემნტებით გაჯერებული შოკის მომგვრელი ამბავი.