

Loading please wait...
00:00 / 00:00
არსებული იუზერი შეგიძლიათ გამოიყენოთ აპლიკაციაშიც
ათვალიერებს:
11
აღწერა
მიმოხილვა
„მამათქვენი აღარ დაბრუნდება...“, _ მიახალა ანჩხლმა და უგულო მისის ფოუჩერმა ტყუპს, ართურსა და მოდის, რომლებიც ბოლო წუთამდე ელოდნენ მამას შორეული ექსპედიციიდან. ეჭვი არ იყო, ცნობილი მკვლევარ-მოგზაური ერნესტ ბრაითშტორმი სამხრეთ პოლუსამდე მიღწევის მცდელობისას დაიღუპა. ახლა ბავშვების ჯერია - როგორმე გაყინულ სამხრეთამდე უნდა მიაღწიონ და მამაზე სიმართლე გაიგონ. თანაც სამეცნიერო წრეებში ამბობენ, დაღუპვამდე მეცნიერმა მეორე ექსპედიციის წევრებს საჰაერო ხომალდის საწვავი მოპარა და კოლეგები საფრთხეში ჩააგდოო! ჰოდა ახლა მთავარი მამის რეპუტაციაა - მის სახელს უნდა უშველონ. ახალი ექსპედიცია იწყება! იდუმალებით მოცული ყინულოვანი პოლუსი ართურსა და მოდის ელოდება!