აუდიო
მოუსმინე დასაწყისს
აუდიო
ათვალიერებს:
11
აუდიო
ათვალიერებს:
7
აღწერა
მიმოხილვა
რა არის ის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ყველამ უნდა იცოდეს? კლინიკური ფსიქოლოგიის საერთაშორისოდ აღიარებულმა სპეციალისტმა, ჯორდან პეტერსონმა პიროვნების თანამედროვე გაგებაზე დიდი გავლენა მოახდინა და მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული მოაზროვნე გახდა. მის ლექციებს, რომლებიც ეხება სხვადასხვა თემას, ბიბლიური ისტორიებიდან დაწყებული, რომანტიკული ურთიერთობებით, მითოლოგიითა თუ თანამედროვე მაგალითებით გაგრძელებული, ათიათასობით მსმენელი ჰყავს. ამ წიგნში, კლინიკური გამოცდილებიდან გამომდინარე და პირად ცხოვრებისეულ მაგალითებზე დაყრდნობით, ასევე, კაცობრიობის უძველესი მითებიდან და ლეგენდებიდან გამოტანილი დასკვნების საფუძველზე, პეტერსონი ცხოვრებისთვის აუცილებელ თორმეტ სიღრმისეულ და პრაქტიკულ პრინციპს გთავაზობთ. ”ცხოვრების 12 წესი“ ჩვენს ცხოვრებაში გაბატონებული ქაოსის წინააღმდეგ საბრძოლველად გვაიარაღებს და ამ ქაოსის ერთგვარი ანტი- დოტია. ”თითოეულმა ჩვენგანმა ყველა დანარჩენის ცხოვრების, საზოგადოებისა და მსოფლიოსთვის რაც შეიძლება მეტი პასუხისმგებლობა უნდა იკისროს. სიმარ- თლე უნდა ვილაპარაკოთ, არეული მოვაწესრიგოთ, ყველაფერი, რაც მოძვე- ლებული და დრომოჭმულია, დავანგრიოთ, სანაცვლოდ ახალი ავაშენოთ“.