აუდიო

მოუსმინე დასაწყისს

Loading please wait...

თარეში

ჟანრი:

მოთხრობები

ასაკი:

უფროსებისთვის

1.50₾

აუდიო

ათვალიერებს:

10

1.50₾

აუდიო

ათვალიერებს:

7

აღწერა

მიმოხილვა

„თარეში“ მოხალისის ნაამბობია – ჯარისკაცური ცხოვრების თავისებურებებზე, იმაზე, როგორ წარმოუდგენიათ რუს ოფიცრებსა და ჯარისკაცებს გმირობა, მამაცობა თუ თავგანწირვა. თუმცა, იდეალისტური წარმოდგენების პარალელურად, იმასაც ვხედავთ, როგორ მოათრევს კაზაკი მიტოვებული აულის ერთ-ერთი სახლიდან ფქვილის ტომარასა და ხალიჩას, სახეგაბადრული ჯარისკაცი თუნუქის ტაშტსა და რაღაც ჩვარს მოარბენინებს, მეორე ხელებგაშლილი ორი ქათმის დაჭერას ცდილობს, მესამე... მეოთხე... და ა.შ. ირგვლივ კი თვალუწვდენელი სილამაზეა და კითხვების კორიანტელიც იფრქვევა: ნუთუ ეს მშვენიერი სამყარო, ეს ვარსკვლავებით მოჭედილი უკიდეგანო ცისქვეშეთი ადამიანებს ევიწროებათ? ნუთუ ამ მომაჯადოებელ ბუნებაში შეიძლება ადამიანის სულში ცოცხლობდეს ბოროტებისა და შურისძიების გრძნობა ანდა თავის მსგავსთა გაჟლეტის სურვილი?

სრულად

ავტორის სხვა წიგნები

ლევ ტოლსტოი

დაიბადა მდიდარ და დიდგვაროვან ოჯახში.მშობლები ადრე გარდაეცვალა. იასნაია-პოლიანაში მიიღო საფუძვლიანი შინაური განათლება. 1844-1847 წლებში სწავლობდა ყაზანის უნივერსიტეტში. 1851 უფროს ძმასთან ერთად გაემგზავრა კავკასიაში, სადაც თერგის ოლქის ერთ-ერთ სამხედრო ბანაკში განაწესეს. . 1852 წელს თბილისში დაწერა პირველი მოთხრობა „ბავშვობა“ (ამავე წელს დაიბეჭდა „სოვრემენნიკში“), რომელმაც შემდგომ „ყრმობასა“ (1852-1854) და „სიჭაბუკესთან“ (1855-1857) ერთად ავტობიოგრაფიული ტრილოგია შეადგინა.

ლევ ტოლსტოი