აუდიო

მოუსმინე დასაწყისს

Loading please wait...

შელოცვა რადიოთი

ჟანრი:

მოთხრობები

ასაკი:

უფროსებისთვის

1.50₾

აუდიო

ათვალიერებს:

8

1.50₾

აუდიო

ათვალიერებს:

11

აღწერა

მიმოხილვა

ნიკო ლორთქიფანიძის მოთხრობა „შელოცვა რადიოთი“ ემიგრაციის სირთულეებსა და უცხო გარემოში საკუთარი თავის დაკარგვის ტკივილზე გვიამბობს. იმავდროულად, ეს მოთხრობა იმ ქალის ხვედრსა თუ ბედზეა, სიყვარულს რომ ესწრაფვის, მაგრამ იმედგაცრუებას იღებს; ნუგეშს, საკუთარ ადგილს, დასაყრდენს, თავშესაფარს რომ ეძიებს, მაგრამ მარტოობას, უნუგეშობასა და უსამშობლობას პოულობს და მერე... ცეკვავს... ცეკვავს გველებთან... ცეკვავს მგზნებარედ... სამშობლოში დაბრუნების იმედით...

სრულად

ავტორის სხვა წიგნები

ნიკო ლორთქიფანიძე

ნიკო ლორთქიფანიძე დაიბადა 1880 წლის 29 სექტემბერს სოფელ ჩუნეშში (ამჟამინდელი წყალტუბოს მუნიციპალიტეტი). მწერალი იმერელ თავადთა შთამომავალი იყო. მისი წინაპრები იმერეთის მეფის კარზე მიღებული პირები ყოფილან. მათ „ფიცის კაცებს“ უწოდებდნენ. ნიკო ლორთქიფანიძემ ლიტერატურული მოღვაწეობა 1902 წელს დაიწყო. მისი თხზულებები იბეჭდებოდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში: ”ნიშადური”, ”საქართველო”, ”ივერია”, ”თეატრი და ცხოვრება”, ”დროება”, ”სახალხო გაზეთი” და სხვ. მან იმთავითვე მიიქცია ყურადღება, როგორც უაღრესად ჰუმანური იდეების გამომხატველმა შემოქმედმა. მისი ლიტერატურული მემკვიდრეობა თემატური მრავალფეროვნებითა და ჟანრთა ნაირსახეობით (200-მდე მინიატურა, ნოველა, მოთხრობა, 1 რომანი, 2 პიესა) გამოირჩევა.

ნიკო ლორთქიფანიძე