აუდიო

მოუსმინე დასაწყისს

Loading please wait...

მკვლელობა აღმოსავლეთის ექსპესში

ჟანრი:

დეტექტივი

ასაკი:

უფროსებისთვის

7.99₾

აუდიო

ათვალიერებს:

3

7.99₾

აუდიო

ათვალიერებს:

9

აღწერა

მიმოხილვა

”აგათა კრისტი, ბევრი მისი თანამედროვე ინგლისელი მწერლის მსგავსად, დიკენსის მზიური სახლიდან გამოვიდა. ამ სახლიდან გამოყოლილი სხივი მერე და მერე ტალანტის იდუმალ სამყაროში იმ მახვილად გამოიჭედა, რისთვისაც დეტექტივის დედოფლის წოდება ისე მიანიჭეს, როგორც მეომარს-რაინდობა. ალბათ, მთავარი, რასაც აგათა კრისტის ნაწარმოებიდან ამოვიკითხავთ, სიკეთის აუცილებელი გამარჯვების იდეაა, რომელიც, დეტექტივისთვის დამახასიათებელი და ამ შემთხვევაში ვირტუოზობამდე მიყვანილი ეფექტური მოულოდნელობების განცდასთან ერთად, უცნაურად მახლობლად, შენს წიგნად აქცევს აგათა კრისტის ნაწარმოებს. ასეთი განცდა სიყმაწვილიდან გამომყვა, როცა მისი, მაშინ ძალზე ძნელად საშოვნელი, წიგნი პირველად წავიკითხე. მისი ”ავტობიოგრაფიის” მიხედვით, აგათა კრისტის ყვარებია ”მზე, ვაშლები, მუსიკა, მატარებელი, ციფრები.. ზღვა, დუმილი.. ძილი ოცნება.. ყავის სურნელი, ძაღლები და თეატრი”, რაც უნებურად მაინც ამჟღავნებს მის ფარულ სურვილს-გაქცეოდა ყოველდღიური ხიფათებით სავსე სინამდვილეს, ”ძალადობას, დაუნდობლობას” (მისი სიტყვებია!) და მშვიდი, მყუდრო, ადამიანური ცხოვრებით ეცხოვრა...”

სრულად

ავტორის სხვა წიგნები

აგათა კრისტი

აგათა კრისტი (დ. 15 სექტემბერი, 1890 – გ. 12 იანვარი, 1976) — ინგლისელი დეტექტიური ჟანრის მწერალი. ცნობილია მისი დეტექტიური წიგნები დეტექტივ ერკიულ პუაროსა და მის მარპლზე.მან ასევე დაწერა მსოფლიოს ყველაზე ხანგრძლივი პიესა The Mousetrap, რომელიც სრულდებოდა 1952 წლიდან 2020 წლამდე West End-ის თეატრში, ასევე ექვსი რომანი ფსევდონიმით Mary Westmacott.1971 წელს მას მიენიჭა Dame (DBE) ლიტერატურაში შეტანილი წვლილისათვის.გინესის რეკორდებში კრისტი ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი მხატვრული ლიტელატურის მწერალია, მისი რომანების ორ მილიარდზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა..

აგათა კრისტი