აუდიო

მოუსმინე დასაწყისს

Loading please wait...

ეშმაკეულნი

ჟანრი:

მოთხრობები

1.50₾

აუდიო

ათვალიერებს:

9

1.50₾

აუდიო

ათვალიერებს:

5

აღწერა

მიმოხილვა

რუსი კლასიკოსი მწერალი მიხაილ ბულგაკოვი თავის ლიტერატურაში მძაფრი სატირის გამოყენებით დასცინოდა და აკრიტიკებდა საბჭოთა რეჟიმს. ამიტომ საბჭოთა კავშირში 1930-იანი წლებიდან მისი ნაწარმოებების უმრავლესობა აიკრძალა ან სულაც გამოუქვეყნებელი და მივიწყებულიც კი დარჩა. „ეშმაკეულნი“ საბჭოთა ეპოქის მძაფრი სატირაა, რეჟიმის მანკიერებების ფონზე განვითარებული პიროვნული დრამით. აღსანიშნავია, რომ ქართულ ენაზე ეს მოთხრობა პირველად იბეჭდება. ასანთმასალაში მოკალათებულმა, წყნარმა, ქერათმიანმა კოროტკოვმა გონებიდან სამუდამოდ ამოიგდო აზრი, რომ ამქვეყნად არსებობდა ეგრეთ წოდებული ბედის უკუღმართობანი. ამის ნაცვლად ჩაინერგა რწმენა, რომ ამ ბაზაში იმსახურებდა დედამიწაზე სიცოცხლის დასრულებამდე. მაგრამ ყოველივე სხვაგვარად წარიმართა...

სრულად

ავტორის სხვა წიგნები

მიხაილ ბულგაკოვი

დაიბადა ქალაქ კიევში რუსი მშობლების ოჯახში (მამა – აფანასი ბულგაკოვი, კიევის სასულიერო აკადემიის დოცენტი; დედა – ვარვარა პროკოვსკაია). 1916 წელს დაამთავრა კიევის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. ბულგაკოვის პირველი ლიტერატურული ნაწარმოებები თარიღდება ადრეული 20-იან წელებით. 1922–1924 წელებში დაწერა ნოველა „თეთრი გვარდია“, რომლის საფუძველზე შეიქმნა პიესა „ტურბინების დღეები“. მოგვიანებით დაიწერა მოთხრობა „ძაღლის გული“ (1925). სიცოცხლის ბოლო წლებში მუშაობდა რომანზე „ოსტატი და მარგარიტა“.

მიხაილ ბულგაკოვი