Loading please wait...

ბაჭია ისვენებს წიგნი 1

ჟანრი:

მხატვრული ლიტერატურა

ასაკი:

უფროსებისთვის

ათვალიერებს:

6

აღწერა

მიმოხილვა

ამერიკელი მწერლის ჯონ აპდაიკის (1932-2009) 1960 წელს გამოცემულმა რომანმა „ბაჭია, გაიქეცი“, ფართო გამოხმაურება პოვა და შემდგომში საყოველთაოდ ცნობილი ტეტრალოგიის პირველ ნაწილად იქცა (სწორედ ამ ტეტრალოგიას ვთავაზობთ მკითხველს „ჩემი რჩეული მსოფლიოს“ სერიით, ჯონ აპდაიკის ოთხტომეულის სახით). პროვინციული ქალაქის ჩვეულებრივი მცხოვრების, ახალგაზრდა ჰარი ენგსტრომის – მეტსახელად ბაჭიას მაგალითზე, მწერალი ე.წ. საშუალოსტატისტიკური ამერიკელის ცხოვრებას გადმოგვცემს და ამ თითქოსდა უპრეტენზიო ამოცანის გადაჭრისას, 60-იანი წლების აშშ-ის ყოფის შთამბეჭდავ, განზოგადებულ სურათს გვიხატავს. ტეტრალოგიამ თავისი საბოლოო სახე მრავალი წლის შრომის შედეგად მიიღო და მის ჩამოყალიბებას 30 წელიწადი დასჭირდა. მეორე რომანი – „ბაჭია ბრუნდება“ 1971 წ. გამოვიდა. ამს მოჰყვა „ბაჭია გამდიდრდა“ (1981) და „ბაჭია ისვენებს“ (1990). ტეტრალოგია ბაჭიას შესახებ მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში აშშ-ის განვითარების სხვადასხვა ეტაპს ასახავს და მთავარი გმირის ცხოვრების ფონზე საზოგადოებისთვის საჭირბოროტო პრობლემებს ეხმიანება.


ამ ტომში შესულია: ბაჭია ისვენებს (პირველი თავი, მეორე თავი). საყოველთაოდ ცნობილი ტეტრალოგიის მესამე ნაწილი, რომელიც მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში აშშ-ის განვითარების სხვადასხვა ეტაპს ასახავს და მთავარი გმირის ცხოვრების ფონზე საზოგადოებისთვის საჭირბოროტო პრობლემებს ეხმიანება.

სრულად

ავტორის სხვა წიგნები

ჯონ აპდაიკი

ჯონ ჰოიერ აპდაიკი (John Hoyer Updike; დ. 18 მარტი, 1932, რედინგი, პენსილვანია - გ. 27 იანვარი, 2009) — ამერიკელი მწერალი. მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევრებია „კურდღლის სერია“ (ბაჭია, გაიქეცი; Rabbit Redux; Rabbit Is Rich; Rabbit At Rest; და Rabbit Remembere

ჯონ აპდაიკი