დევიდ ჯონ მურ კორნუელი ასევე ცნობილი, როგორც ჯონ ლე კარე (ინგლ. David John Moore Cornwell, დ.19 ოქტომბერი, 1931 — გ. 12 დეკემბერი, 2020) — ჯაშუშური რომანების ბრიტანელი მწერალი. 1950-1960 წლებში უსაფრთხოების სამსახურისა და საიდუმლო დაზვერვის სამსახურში მუშაობდა. მისი მესამე რომანი, „სიცივიდან მოსული ჯაშუში“, ბესტსელერად იქცა და დღემდე რჩება მის ერთ-ერთ საუკეთესო ნაწარმოებად. 2011 წელს ლე კარე გოეთეს მედლით დააჯილდოვეს.